- ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ, მუზეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად უნიკალური კატალოგი გადასცა.
დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წიგნი წარმოადგენს ევროპაში საქართველოს ხელოვნებისა და ისტორიის შესახებ გამოცემული ყველაზე მასშტაბურ კატალოგს, რომელიც დაიბეჭდა კრაკოვში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
“წიგნი შედგება 500-ზე მეტი გვერდისაგან, შეტანილია 800-ზე მეტი ფერადი ილუსტრაცია. დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ უნიკალური კატალოგის დათვალიერება და კვლევა მუზეუმის სამკითხველო დარბაზში”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.