მესამე საჯარო სკოლის წინ ,,მწოლიარე პოლიციელი” დამონტაჟება მიმდინარეობს. დღეს, ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერმა გია გულორდავამ და მერის მოადგილემ კობა ჯიქიამ ,,მწოლიარე პოლიციელის” მონტაჟის პროცესი დაათვალიერეს. ,,მწოლიარე პოლიციელი” ზუგდიდში უკვე მესამედ მონტაჟდება სკოლების წინ. ერთი არის ,,ჯიჯის”-ღურწკაიას სახელობის გიმნაზიის, მეორე – პირველი საჯარო სკოლის წინ, ხოლო მესამე არის ის, რომელიც ამჯერად მონტაჟდება მესამე საჯარო სკოლის წინ. ასეთივე გამაფრთხილებელი ნიშნის დამონტაჟებას ითხოვენ მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები, რადგან ამ სკოლის წინ გადასასვლელი, ხშირად, საფრთხეს უქმნის მათ შვილებს.