დღეს, დილიდან, ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაგარინის ქუჩაზე მდებარე სამანქანო ხიდისა და მდინარე სინწას კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდნენ. დასუფთავების პროცესში ადგილობრივმა მოსახლეობამაც აქტიურად მიიღო მონაწილეობა. გაწმენდით სამუშაოებს გუბერნატორი და ვიცე-მერი დასუფთავების სამსახურთან ერთად ესწრებოდნენ. დასუფთავების სამუშაოები გაგრძელდა ჩხოუშიის სანაპიროზეც.
ეკა ჯოლოგუას ფოტოები