დილიდანვე, ქალაქ ზუგდიდის მერიასთან შ.პ. ს. “სანაპირო ბაზრის მოვაჭრეების” ნაწილი შეიკრიბა და გააპროტესტა სავალ ბილიკზე გარევაჭრობა. ისინი ითხოვდნენ ქალაქის მერთან ირაკლი გოგოხიასთან შეხვედრას. თავიდან, მოვაჭრეებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდა დაცვის პოლიცია, რამაც გამოიწვია მცირეოდენი შელაპარაკება დაცვის პოლიციასა და შიდა მოვაჭრეებს შორის.მოგვიანებით, მოვაჭრეებმა შესძლეს შენობაში შესვლა და ქალაქის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა. შეხვედრამ რამდენიმე საათს გასტანა. მოვაჭრეები აცხადებენ, თუ გარევაჭრობა არ იქნება კანონით აკრძალული, მაშინ ბაზრის შიდა მოვაჭრეებიც გადმოვლენ და სავალ ნაწილზე დაიწყებენ მუშაობას. შეხვედრიდან გამოსულმა მოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ ქალაქის მერი პრობლემის მოგვარებას ორ კვირაში დაჰპირდა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YxD2ou8K8Es[/embedyt]
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, „გარევაჭრობის საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოში შესულია და წარმოებაშია რეგულაციის წესი, რომელსაც ძალიან მალე, ორ კვირაში, საკრებულო დაამტკიცებს და მერიას ექნება შესაძლებლობა, იმოქმედოს დადგენილი წესის მიხედვით, აქედან გამომდინარე, კანონის ძალა იქნება ქალაქის ტერიტორიაზე’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Jhdq-3jdiME[/embedyt]
მერიის ინფორმაციით, მოხდება გარემოვაჭრეთა ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება და მათი სურვილისამებრ გადაწყდება შევლენ თუ არა ამ ტერიტორიებზე. მერი ამბობს რომ ტროტუარებზე და სავალ ნაწილზე გარევაჭრობა არ იქნება არასდროს ზუგდიდში.