- ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ხელმოწერების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
დღესვე, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ხარჩილავას კანდიდატურა დაამტკიცა. მისი მოადგილეები თემურ ჯანაშია და ლევან კონჯარია იქნებიან.