- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს.
“ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელი ქართულო საზოგადოებავ. როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა ამ განაჩენებს არ აღიარებს. მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა ჩემი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანის! ძალიან მინდა გთხოვოთ, ხვალ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არც ერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები. ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტიურობასა და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ახლა დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.”
ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილი გუშინ დააკავეს. ის რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაშია გადაყვანილი.