- ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარის მირანდა მესხის განმარტებით დღეს, შედგა შემაჯამებელი ოქმი პროპროციულ და მაჟორიტარულ ნაწილში.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მედიასთან გაერთიანებული ოპოზიციის დღევანდელ აქციაზეც გააკეთა კომენტარი. მირანდა მესხის განმარტებით, ეს მათი ნებაა, მათი უფლებაა გამოხატონ თავიანთი ნება.
დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საოლქო კომისიებში შემაჯამებელი სხდომები მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ფონზე. მათ შორის, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია.