მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგებზე


  • ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიამ 19 მაისის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგაგარეშე არჩევნების შედეგები შეაჯამა. კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, სტატისტიკურად, 150-მდე საჩივარი იყო შემოსული, მაგრამ მათ, შინაარსობრივი თვალსაზრისით არანაირი გავლენა არ ჰქონია არჩევნების შედეგებზე.

“საჩივრები ერთი და იგივე შინაარსის იყო–ხელმძღვანელი პირების ადგილზე არ ყოფნაზე. ამას თავისი არგუმენტი აქვს, თუ რატომ არ იმყოფებოდნენ. მინდა გითხრათ, რომ უბნები არ იყო დაკეტილი. მათი დავალებით ეს უფლება-მოსილება მინიჭებული ჰქონდათ მორიგე კომისიის წევრებს, ანუ სააუბნო საარჩევნო კომისიაში იყო მინიმუმ ერთი პასუხისმგებელი წევრი უბანზე. ეს იყო საჩივრები საჩივრებისთვის. ერთ უბანზე ერთი და იგივე შინაარსის 12 საჩივარი იყო. ეს არ იყო რეაგირებისთვის. საჩივრები შემოსული იყო გადასატანი ყუთის სიებთან დაკავშირებით. ყველა საჩივარი განხილულია და მიღებულია გადაწყვეტილება. ინფორმაცია ატვირთულია ცესკოს ვებ-გვერდზე. საოლქო საარჩევნო კომისიის შედგენილია რიგგარეშე მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. მერის უფლებამოსილება კი, ოქმის შეჯამებიდან მე-11 დღეს დგება,–9 ივნისი უწევს.”

მირანდა მესხი ამბობს, რომ 30 487 ხმით ზუგდიდის მერად არჩეულია გიორგი შენგელია. “ახლადაარჩეული მერი დარჩენილი უფლებამოსილებით არის არჩეული. 2021 წელს ისევ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!