დღეს, 11 საათიდან, სათათბირო ორგანოს საბჭოს და ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, იხსნება მიმღები პუნქტი, თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს 19 ივნისამდე. ირაკლი ჯიქია, ზუგდიდის მერიის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭოს წევრი: “ამ დღეების განმავლობაში დაკომპლექტდება ახალგაზრდებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფები და ქალაქში დიწყებენ შემოწირულობების შეგროვებას, ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია დაგვიკავშირდეს და შემოგვიერთდეს მოხალისეთა სტატუსით”.