აჭარის და სამეგრელო ზემო-სვანეთის ლტოლვილთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ ჟვანიას განცხადებით, ზუგდიდში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის, სააპლიკაციო ფორმების შევსება 24 სექტემბირდან დაიწყო.
პროცედურების გავლის შემდეგ დევნილები ბინებით დაკმაყოფილდებიან. სოფელ ახალსოფლის სკოლა-ინტერნატის რეაბილიტირებულ შენობაში ბინას 42 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. ბინები დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება. ასევე მოხდება დევნილთათვის კერძო სახლების შესყიდვა, რომლისთვისაც დევნილებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ.