მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოდან გაძევების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნიდან გაძევების მიზნით ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დაიხვეწა საქართველოში როგორც არალეგალურად, ასევე, ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების მექანიზმები, რაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათი ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირის მონაწილეობით, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაკავებული, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და გამოირჩეოდა აგრესიულობით.

აღნიშნული ქმედების გამო, ნ.მ. დაკავებულ იქნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჩადენილი სამართალდარღვევის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ.ნ-ს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა 4000 ლარის ოდენობით.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევების ღონისძიება განახორციელეს. მას ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!