- საქართველოს მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს.
აღნიშნულ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
საქართველოს მთავრობის შეფასებით, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.