- საქართველოს მთავრობა 20 ივნისისთვის თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს.
“სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია 20 ივნისს ქალაქ თბილისის ხელმეორე ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას. ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება’,-ნათქვამია მთავრობის სტრატკომის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.