“მზე დამაქვს ხურჯინით”


29 დეკემბერს, ქ.ზუგდიდის №4 საჯარო სკოლის /დირექტორი ნათია ხუფაცარია/ Iბ კლასში, დამრიგებლის, ნათია გვილიას ორგანიზებით, ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, პროექტის: “მზე დამაქვს ხურჯინით” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში XXI საუკუნის უნარების განვითარებას. მოსწავლეებმა დადგეს მოკლე პიესა: “საახალწლო ზღაპარი”, ასევე გაახმოვანეს მათ მიერვე შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმი, წარმოადგინეს საპრეზენტაციო თემები. ეს იყო დაუვიწყარი ზეიმი პატარებისათვის, სადაც მათ გამოავლისნეს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი და დიახაც, რომ ბევრი შეძლებიათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლებიც. www.zugdidelebi.ge გაესაუბრა ერთ-ერთ მათგანს:

 რუსუდან კაკაჩია, მშობელი: “დღევანდელი ზეიმი  ამ კლასში ჩატარებული მორიგი ზეიმი გახლდათ და შეიძლება ითქვას, ეს იყო ზეიმი  ნიჭიერებისა, პროფესიონალიზმისა, საქმისადმი სიყვარულისა. “მზე მასწავლებელს” ყოველი დეტალი, ნიუანსი, ელემენტი გათვლილი, გათვალისწინებული და სითბოთი გაჯერებული ჰქონდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროექტში გამოკვეთილი იყო მიზანი, საშუალებები და შედეგი. სწორედ ამ სამი  ძირითადი კომპონენტის გათვალისწინებით შეიქმნა უდიდესი ჰარმონია, რომელმაც აღაფრთოვანა  დამსწრე საზოგადოება.ზღაპრული ხურჯინიდან იმდენი სიყვარული, სიხარული, სითბო და ხალისი  ამოიფრქვა, რომ არამარტო პატარები, მოწვეული სტუმრებიც აღავსო… საინტერესო ოყო პატარების გარდასახვა – პერსონიფიკაცია, მასწავლებელს პატარებისთვის როლები ზუსტად ჰქონდა  შერჩეული და განაწილებული. პატარა მსახიობებსაც სწორად ჰქონდათ გათავისებული თავიანთი  როლი და სწორადაც მიჰქონდათ  მთავარი სათქმელი მაყურებლამდე. ეს ყველაფერი, დამეთანხმებით, კოლოსალურ შრომასთან არის დაკავშირებული და ამისთვის საჯაროდ მინდა მთელი I ბ კლასის მშობლების სახელით, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნათია გვილიას . ყოველ მის ჩაფიქრებულ იდეას ფრთები შეესხას, მწვერვალებზე  აეყვანოს მსმენელიც და მნახველიც! ღმერთს ებარებოდეთ, ნათია მასწავლებელო!…’’

ავტორი:  ლ. ნოდია


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!