- საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.
უწყების ცნობით, ადგილზე უკვე მისულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ ცეცხლს.
“ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ დროისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია”.-ნათქვმია საგანებო სიტუაციების მართვის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.