- ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ 10 ახალგაზრდა დააფინანსა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 9 ნიჭიერი ახალგაზრდა დაფინანსდა.
ნიკოლოზ გვალია წარჩინებით სწავლობს აშშ-ის ვესტპოინტის სამხედრო აკადემიის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე. ნიკოლოზი სათავეში ედგა სამშენებლო და მექანიკური ინჟინერიის სპეციალისტებისგან შემდგარ კვლევით ჯგუფს, როგორც პროექტის მენეჯერი და ექსპერიმენტის მთავარი კოორდინატორი. იკავებდა ბრავო ასეულის აკადემიურ საქმეთა ოფიცრის თანამდებობას, შემდეგ გადაინიშნა მესამე ათასეულის პირველი ბატალიონის აღმასრულებელ ოფიცრად, რაც 400-მდე უმცროსი და უფროსი რანგის კადეტის მეთვალყურეობას ითვალისწინებს.
მიხეილ ლაგვილავა კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მიხეილი სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, პარიზის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტიტში Erasmus +-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
ნინო კუკავა ვენის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია.
ლევან ჯაბუა გერმანიის ქალაქ როსტოკის ტექნიკური სასწავლებლის IT სპეციალობის სტუდენტია.
ლუკა კიტია გერმანიის ქ. მარბურგის ფილიპეს უნივერსიტეტის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის, ევროპული ეთნოლოგიისა და რელიგიის მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტია.
დათა აბაკელია გერმანიის ქალაქ ბრემენის კონსტრუქტორ უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს.
ნინო კვეკვესკირი უნგრეთის ბუდაპეშტის კორვინიუსის უნივერსიტეტის სტუდენტია.
ქეთევან კვარაცხელია ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის, ციფრული ეკონომიკის, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.
ნინო კვარაცხელია უნგრეთის დებრეცენის უნივერსიტეტის ბიზნეს ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტია.
არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ნანო პაჭკორია.
ნანო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის დოქტორანტია, რომელიც ჩეხეთში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.