- ამ წუთებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ისევ აპროტესტებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.
ინფორმაციისთვის: პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 23 დეპუტატი.