- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ოპოზიციური პარტიების წევრებმა, ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკრაინის სოლიდარობის აქცია გამართეს და საქართველოს პრემერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დაგმეს.
“დღევანდელი აქციის მთავარი მიზანი იყო გაგვეპროტესტებინა ირაკლი ღარიბაშვილის პუტინისტური განცხადება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებოდა ერთი ნათელი პოზიციის დაფიქსირებას, რომ ის დღეს დგას არ უკრაინის არამედ, რუსეთის გვერდზე. ჩვენ კარგად ვიცით, რა კოლაბორაციონალისტური მთავრობა გვყავს და ამას დიდი ხანია ვამტკიცებთ. მისი განცხადებები დრეს იყო ამ ყველაფრის დასტური. მერიასთან მოვედით იმიტომ, რომ დღეს ვნახე ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას თავის გვერდზე გამოუქვეყნებია თავისი ფოტო უკრაინის დროშის „ფრეიმით“. მე მინდა მას ვუთხრა, რომ „ფრეიმის“ დაყენებით თქვენ არ ხდებით უკრაინის სოლიდარული. მოგიწოდებთ, შეუერთდეთ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციას”,- განაცხდა პარტია “დროას” წევრმა მარიამ სიჭინავამ.
მერიასთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი. მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა აქციის მონაწილეებმა შენობასთან უკრაინის დროშის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს.