მერიამ, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის, ინგლისური ენის სასწავლო კურსი დაიწყო


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის, ინგლისური ენის სასწავლო კურსი დაიწყო.

სასწავლო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა მამუკა წოწერიამ აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრამა და მსგავს სიახლეებს მერია მოქალაქეებს მომავალშიც შესთავაზებს. ასევე, ბენეფიციარებს მოუწოდა მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობა და ჩაერთონ მსგავს პროგრამებში.

ცნობისთვის, უფასო სასწავლო პროგრამაში ჩაერთო ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ზე დაბალია.

ამ ეტაპზე ჩართულია 6 ბავშვი, თუმცა, განცხადებების მიღება გრძელდება და წლის ბოლომდე, პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა 22 ბენეფიციარს ექნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!