მერიამ მედალოსნები დააჯილდოვა


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული, მედალოსანი სკოლადამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს 86 მედალოსანი ყავს, მათ შორის 60 ოქროსა და 26 ვერცხლის მედალოსანია.მედალოსნები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ,  მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ და განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სამსასახურის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს, წარმატებები უსურვეს და საჩუქრად სიგელები და წიგნები გადასცეს, აგრეთვე მედალოსნები 30 აგვისტოს ანაკლიის აკვაპარკში უფასოდ დაისვენებენ.

,,წარჩინებულ სკოლადამთავრებულებს, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს გილოცავთ წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ. ის რომ, ამდენი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში  წარჩინებული, მედალოსანი  სკოლადამთავრებულების  დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს 86 მედალოსანი ყავს, მათ შორის 60 ოქროსა და 26 ვერცხლის მედალოსანია.

მედალოსნები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ,  მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ და განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სამასახურის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს, წარმატებები უსურვეს და  საჩუქრად სიგელები და წიგნები გადასცეს, აგრეთვე მედალოსნები 30 აგვისტოს ანაკლიის აკვაპარკში უფასოდ დაისვენებენ.

,,წარჩინებულ სკოლადამთავრებულებს, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს გილოცავთ დღევანდელ დღეს. წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ. ის რომ, ამდენი მედალოსანი გვყავს ეს პირველ რიგში პედაგოგებისა და მშობლების დამსახურებაა. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და იმედს ვიტოვებ, რომ თქვენს ცოდნას და გამოცდილებას რეგიონის განვითარებას მოახმართ. წარჩინებული ახალგაზრდების ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ვახორციელებთ, რომლით სარგებლობა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. კიდევ ერთხელ გილოცავთ და უამრავ წარმატებულ წელს გისურვებთ. აქვე, მინდა აღვნიშნო რომ, 17 სექტენბრიდან პედაგოგები, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ, ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ძალაში შევიდა“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

რესურცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ, განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის მერიას მადლობა გადაუხადა.

დაჯილდოების ცერემონიას მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!