მერია, სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს სოციალურად დაუცველებს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სააღდგომოდ, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, გადასცემს სასაჩუქრე პაკეტებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის გოგი რევიას ინფორმაციით, ერთი პაკეტის ღირებულება 62 ლარია.

გოგი რევია: „ტრადიციულად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ახორციელებს ერთ-ერთ სოციალურ პროგრამას, რომელიც არის პროდუქტების მიწოდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალური ჯგუფებისთვის. სააღდგომო, სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ: მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ -მამით ობოლ ბავშვებს, ომის ვეტერანებს, 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს, და სოციალური საცხოვრისის ბენეფიცარებს. სულ, დაახლოებით 550-მდე ოჯახს. საჩუქარი შედგება ორი პაკეტისაგან. მზადდება ათას ასი პაკეტი და მასში მოთავსებულია აუცილებელი პროდუქტი: შესქელებული რძე-2 ქილა, შაქარი- 2კგ, კარაქი ნაღების- 2ც, კარამელის კანფეტი 1-კგ, ლიმონათი- 1ც, ბრინჯი-1 ც, კვერცხი- 2 კოლოფი, ფქვილი- 1 პაკეტი, პასკა-2 ც, საღებავი-2 ც, ბურღულეული-2 ც, ზეთი- 1 ც, ვაფლის ტორტი-1 ც, ჩაი- 1კოლოფი, ხორცის კონსერვი 1-ქილა, ქათამი-1 ც.  ადრე, ოდნავ განსხვავებული იყო ომის ვეტერანების სასაჩუქრე პაკეტი, მაგრამ გოგი რევიამ გვითხრა, რომ სასაჩუქრე პაკეტები ყველასთვის ერთნაირი იქნება. მისი განმარტებით, ხვალ გეგმავენ სასაჩუქრე პაკეტების გადაცემას უფასო სასადილოსათვის, სადაც 250 ბენეფიციარია. მომდევნო დღეებში, სასაჩუქრე პაკეტები სოფლებში მცხოვრებ ბენეფიციარებს გადაეცემა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!