- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მერია, თავისუფლების მოედანზე არსებული შადრევნის დემონტაჟს განახორციელებს.
“შადრევნის რეკონსტრუქცია- რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოცხადებულია.
დღევანდელი მდგომარეობით, შადრევანი მწყობრიდანაა გამოსული და საფრთხის შემცვლელია, ვიზუალურადაც შელახულია. მისი არქიტექტურული ნაწილიც საჭიროებს რესტავრაციას.”-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.