- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის 70-მდე შიდა ქუჩაზე მოხდება. სამუშაოები უკვე დასრულებულია 35 ქუჩაზე, დანარჩენ ქუჩებზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ქალაქის შიდა ქუჩებში არსებულ პრობლემებს მნიშვნელოვნად გადაჭრის. ეტაპობრივად მოხდება დარჩენილი ქუჩების კეთილმოწყობაც.
გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, ზედამხედველობის სამსახურისა და ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრ თაზო ფაცაციასთან ერთად გაეცნო.
გზის რეაბილიტაციის თანხა 15 მილიონ ლარამდე მთავრობის განკარგულებით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.