მერია გარემოვაჭრეებს აფრთხილებს


მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ, გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, გარემოვაჭრეებისათვის გამაფრთხილებელი წერილების დარიგება გრძელდება.

 გარემოვაჭრეებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებულ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირებისა და გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესებს აცნობენ და თვითნებურად დაკავებული ტერიტორიების დაცლისაკენ მოუწოდებენ.

გაფრთხილების წერილი შემდეგი სინაარსისაა:

“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი“, რომლის მიზანია: ა) ქალაქ ზუგდიდის იერ-სახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური გაფრთხილებთ, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება მასშტაბური ღონისძიებები გარე ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, ალტერნატიული ფართის შეთავაზების პირობით. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილება. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!