- მედიის ინფორმაციით, მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა, უმრავლესობის წევრს და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
მოძრაობის მონაწილეები სკანდირებდნენ: “მონა”, “სირცხვილი”, „ივანიშვილის ხელის ბიჭი“. „ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ მეორედ ხალხის წინააღმდეგ წასვლა აღარ გაბედოთ“, – განაცხადეს აქტივისტებმა.
ასევე აქტივისტებმა მაჟორიტარ დეპუტატს კითხვებით მიმართეს, რა გაუკეთებია მას, როგორც მაჟორიტარს და რატომ მოატყუა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი, როდესაც პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას 2020 წელს დაპირდა.
“ასეთი დავალებებით აგზავნიან ამ ახალგაზრდებს, მაგრამ მინდა ვუსურვო მათ ყოველივე საუკეთესო. მათ უკვე თქვეს, რომ ისინი არიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები“, – განაცხადა თავის მხრივ დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ.