მერაბ ქვარაია არასამთავრობო სექტორს შეხვდა


დღეს, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა საკანონმდებლო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას.

შეხვედრაზე, მაჟორიტარმა, ყურადღება გაამახვილა ქალაქში არსებულ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, წყლისა და კანალიზაციის პრობლემაზე, პარკირების სისტემაზე და მაწანწალა ცხოველების საკითხზე. “ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები. არის გარკვეული საკანონმდებლო შემოთავაზებები,  რომლებზეც ვმუშაობთ. არის დევნილების პრობლემები და საჭიროებები, რომელიც მათ წინაშე დგას. არის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების საჭირობები და თითოეული ის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში იდგა და დადგება მომავალში, იქნება რეაგირებული ჩემი მხრიდან, გავლილი და ინფორმირებული შესაბამისი კომიტეტებიდან, მორიგი შეხვედრის დროს ანგარიშით წავრსდგები იმ ადამიანების წინაშე, რომელიც აქ იმყოფება. -უთხრა ჟურნალისტებს მერაბ ქვარაიამ.

მისი განმარტებით, ყოველი ასეთი შეხვედრა არის გამორჩეული, ორიენტირებული იმ გამოწვევებზე, რომელიც მუნიციპალიტეტის და  ამომრჩევლების წინაშეა. “ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, როგორ უნდა გადაიჭრას ესა თუ ის საჭიროება, რაც დღის წესრიგშია. შეხვედრები გაგრძელდება მომავალში, ექნება მას სისტემატიური ხასიათი და ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ თითოეულ საკითხზე, რომელიც აწუხებს დღეს საზოგადოებას.”

მაჟორიტარ დეპუტატს არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალაქში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე დაუსვეს შეკითხვები.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!