ქართველი მსახიობის მერაბ ნინიძის საერთაშორისო აღიარება დაკავშირებულია ბიბისის მიერ გადაღებულ სერიალთან “მაკმაფია”. ამ სერიალში ქართველი მსახიობი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
“მაკმაფია” ემის დაჯილდოების საუკეთესო სერიალის ნომინაციაში გერმანულ და ბრაზილიურ სერიალებთან ერთად მოხვდა.
სერიალი გასულ წელს გამოვიდა და რუსების გაღიზიანებაც გამოიწვია.
“მაკმაფია” ალექს გუდმანის – რუსი ემიგრანტების ვაჟის ცხოვრებაზეა. ის ცდილობს გამოვიდეს მაფიოზური ოჯახის ჩრდილიდან, ააწყოს პირადი ბიზნესი და შექმნას ოჯახი საყვარელ რებეკასთან. სამწუხაროდ, ალექსის წარსული ცხოვრება თავს არ ანებებს და ისიც იძულებულია დაუბრუნდეს დანაშაულებრივ სამყაროს, რათა დაიცვას მისთვის ყველაზე ლამაზი საყვარელი ადამიანები.
ემის დაჯილდოება 25 ნოემბერს გაიმართება.