მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ზუგდიდის მერიამ ომის ვეტერანებს საჩუქრად ფულადი თანხა 500-500 ლარის ოდენობით, ხოლო ზურგის მუშაკებს 200-200 ლარი გადასცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს  მიიღებენ.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

 მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!