- მეორე დღეა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ისტორიული ბაღების ევროპულ კვირეულს მასპინძლობს.
ღონისძიების ფარგლებში, ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა-გაყიდვა და ახალგაზრდა ზუგდიდელი მხატვრის ნინო ქირიას ნახატების გამოფენა მიმდინარეობს.
დღეს, მოეწყო ჰერბარიუმებისა და ქოთნის მცენარეების გამოფენა-გაყიდვა.
ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „მდგრადი განვითარების მიზნები“. კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს ბოტანიკური ბაღისაგან სიმბოლური დიპლომები გადაეცათ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლეებმა დახატეს “ჩემი თვალით დანახული ბოტანიკური ბაღი”.
დღევანდელ გამოფენა-გაყიდვას სტუმრობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები.
გამოფენა-გაყიდვა სამუშაო კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ევროპული ისტორიული ბაღების ასოციაციას 2022 წლიდან შეუერთდა.