მედეა ჭაჭუას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა


  • პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის ფრანგული ენის მასწავლებელს მედეა ჭაჭუას, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამკერდე ნიშანი და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთა ეროვნული სკოლის კონსულტანტ კახაბერ ფარცვანიასთან ერთად, მედეა ჭაჭუას  წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ასევე, მედეა ჭაჭუა, საფრანგეთის სახელმწიფო ჯილდოს-აკადემიური პალმის მფლობელია.

შეხვედრას ფრანგული სკოლისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!