- ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში, ზაფხულის არდადეგების პერიოდში, პროექტის “სკოლების ინფრასტრუქტურული მოწყობა”, მოხდა გარე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. ამჟამად კი, მიმდინარეობს შენობის გადახურვა.
სკოლის დირექტორის ნინო ბულიას ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი კვირაა დაიწყო და სავარაუდოდ, ერთი თვეში დამთავრდება. შენობის გადახურვის მიმდინარეობა საგაკვეთილო პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან ეს მოხდება ნაწილობრივი გადახურვის პრინციპით.