ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ეზოში მდუმარე აქცია გაიმართა. შეკრებილებმა, 13 ივნისს, თბილისში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს. აქციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის წევრები, უნივერსიტეტის რექტორი, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქციას შეუერთდა ქალაქის საკრებულოს წევრი ანა წითლიძეც.