- საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის.
“როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს. მათ კი, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.