მასწავლებლებისათვის ტესტური დავალებების ბანკის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა


  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწვევს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის), ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენის, ხელოვნებისა და მუსიკის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს ტესტური დავალებების ბანკის შესაქმნელად.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სავალდებულო მოთხოვნებია:

მასწავლებლობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით; აკადემიური უმაღლესი განათლება შესაბამის საგანში/ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ ჯგუფში ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Word; Excel; PowerPoint) ფლობა.

„უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც ექნება:

ზოგადი წარმოდგენა ცენტრალიზებული შეფასების სისტემის შესახებ;

მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც გავლილი აქვს ტესტური დავალებების შექმნის ტრენინგი.

კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია, რომ 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა №9) ან ელექტრონული ფოსტით administratsia@naec.ge წარმოადგინოს:

ავტობიოგრაფია (CV);

სამუშაო გამოცდილებისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;

სამოტივაციო წერილი (წერილი ჩამოყალიბებული უნდა იყოს ლაკონიურად, არაუმეტეს ნახევარი გვერდისა);

კანდიდატი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) და საგნის/საგნების დასახელება, რომლის შესარჩევ კონკურსშიც სურს მონაწილეობის მიღება.

პირველი ეტაპის (დოკუმენტების გადამოწმების) შემდეგ შერჩეული პირები მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ ცენტრსა და კანდიდატს შორის გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება“,-აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × four =

Akismet ანტისპამი