“მარულა 2024” გაიმართა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრადიციული ტურნირი ცხენოსნობაში “მარულა 2024“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორულუს, ერგეტის, დარჩელის ადმინისტრაციული ერთეულებიდან და ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისისა და ხეთის ადმინისტრაციული ერთეულებიდან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, გარბენი 4 ეტაპად გაიმართა:1000, 2000, 4000 და 6000 მეტრიან დისტანციებზე.

1000 მ-იან დისტანციაზე პირველობა ერგო მათე ოყუჯავას (ორულუ), მეორე ადგილზე ზამირი ძიმცეიშვილი (ერგეტა) გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ლუკა აბულაძეს (ერგეტა) ერგო.

2000 მ-იან დისტაციაზე პირველი ადგილი დაიკავა ცხენოსანმა გიორგი ჭაკუამ (პირველი მაისი), მეორე ადგილი წილად ხვდა იური აბშილავას (ორულუ), ხოლო მესამე ადგილზე ირაკლი ლატარია (ორულუ) გავიდა.

4000 მ-იან დისტანციაზე გაიმარჯვა დიმა კუკავამ (ხეთა), მეორე ადგილზე გოგა თითმერია (ერგეტა) გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ნიკოლოზ ცაავამ (ორულუ) დაიკავა.

6000 მ-იან დისტანზიაზე პირველი მივიდა მალხაზ აბშილავა (ორულუ), ხოლო მეორე ადგილი გოგა თითმერიამ (ერგეტა) დაიკავა.

გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და სიგელები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ჩიქოვანმა და ზუგდიდის მერის წარმომადგენელმა ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო ჯაბუამ გადსცეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!