- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განმარტებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარას, 38 იმერეთს, 30 კი თბილისს უკავშირდება.
“აჭარაში არის ახალი შემთხვევების 72 პროცენტი – 235 პაციენტი, იმერეთში 14 პროცენტი – 38 პაციენტი, თბილისში – 30 შემთხვევა, 9 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14 შემთხვევა, 4 პროცენტი, გურიაში – ექვსი შემთხვევა, კახეთში, მცხეთა მთიანეთსა და სამცხე ჯავახეთში თითო ახალი შემთხვევა”,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.