- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ამ დროისთვის 5 კრიტიკული და 23 მძიმე პაციენტი რჩება.
“გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში იყო 1421 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მათგან ერთის წყარო არის ლენჯერი, ორი დაავადებულის წყარო არის კონტაქტი დაავადებულ პაციენტებთან, 4 არის შემოტანილი, საიდანაც 3 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ერთი კი არის სამედიცინო პერსონალი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.