- თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 25 ახალი დადასტურებული კოვიდშემთხვევიდან 1 – გაჩიანის წყაროდანაა.
16 – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 – სამედიცინო პერსონალია, 5 -იმპორტირებული შემთხვევაა, 1 კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია. მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტის შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით კვლავ გრძელდება.