მარიკა ბიგვავას პოეზიის საღამო გაიმართა


  • დღეს, ახალგაზრდა პოეტის მარიკა ბიგვავას პოეზიის საღამო გაიმართა. მარიკა ბიგვავამ საზოგადოების წინაშე წაიკითხა თავისი ნამუშევრები, ისაუბრა მისი ცხოვრების ტკივილიან დეტალებზე, რაც აიძულებდა მას, მისი ფიქრები და განცდები ჩამოეყალიბებინა ლექსად და ნოველებად: “ვიბრძოდი, ვიბრძვი და განვაგრძობ და სულ წინ, წინ ვივლი, უფალი მიცდის, ის დაითვლის ჩემს ყველა ტკივილს“.

საღამოზე, მარიკა ბიგვავას შემოქმედებაზე ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა. პოეტებმა: ნანა ეხვაიამ, ივდო ოტობარმა, საკრებულოს წევრმა მაია კალანდიამ, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტუს თანამშრომელმა ეკატერინე რაფავამ, ჟურნალისტებმა: ნანი მოსიძემ, მაია ღუბელაძემ და ნანა ქობალიამ, მარიკა ბიგვავას ოჯახის წევრმა და პედაგოგმა ქრისტინე კაკაჩიამ. მარიკას ლექსები წაიკითხეს მისმა ძმისშვილებმა ილია და ევა ბიგვავებმა.

შეხვედრა მიჰყავდა ახალგაზრდულ მუშაკს ირაკლი ჯიქიას.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო გაზეთი “ზუგდიდი“, “ჩემი მედიასახლი“ და კაფე-ბარი “ართო“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!