#ახალიზუგდიდელები
- მარიამ ქირია თბილისის სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურის კურსდამთავრებულია, საინტერესო ხელწერის ხელოვანი, რომელიც მომავლის ნიჭიერ მხატვართა რიგებში თავის ღირსეულ ადგილს აუცილებლად იპოვის.
მარიამმა ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯი დაამთავრა, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ბაკალავრიატი მოდის დიზაინის მიმართულებით, წელს კი, მაგისტრატურა, სახვითი დიზაინის ფაკულტეტი, კონკრეტულად კი, ხატვა.
მარიამი, ექსპრესიონიზმს და სიმბოლიზმს მიაკუთვნებს თავის ნამუშევრებს, თუმცა ამბობს, რომ ძიების პოცესშია ჯერ კიდევ. არ ჰყავს კუმირები. განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ირაკლი ფარჯიანის, ავთო ვარაზის, სერგო ფარაჯანოვისა და მიხეილ ვრუბელის შემოქმედებებისადმი.
მისი პირველი პედაგოგი, ზუგდიდელი ელენე ფიფიაა, – სწორედ მან აღმოაჩინა ჩემში ხატვის ნიჭიო. შემდეგ, ასევე ზუგდიდელ მარეხ ავალიშვილთან გაიარა წრთობა.
მარიამი, მისი შემოქმედების უახლოესი გეგმების გაჟღერებისგან თავს იკავებს. შეკითხვაზე, სად წარმოუდგენია იყოს მისი წარმატების ასპარეზი, პასუხობს, სადაც მისი საყვარელი ადამიანები იქნებიან, მაგრამ ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელიაო.
გაგაცნობთ მარიამის რამდენიმე ნამუშევარს – თავად განსაჯეთ, მარიამის ნიჭიერება.
მარიამ ქირიას ექსკლუზიური ონლიანგამოფენის სანახავად ესტუმრეთ ჩვენი საინფორმაციო პორტალის ოფიციალურ ფეისბუქგვერდსზუგდიდელები/zugdidelebi