- ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, მიმდინარე აქციაზე, პიროტექნიკის გასროლის გამო, “დროას” წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა დააკავეს.
ინფორმაციისთვის: მარიამ სიჭინავა, 13 იანვრის ღამეს დააპატიმრეს, გუბერნიის წინ, აქციაზე, პიროტექნიკის გამოყენებისთვის. ამ შემთხვევამდე, მარიამ სიჭინავა, სხვადასხვა დროს, დაჯარიმებული იყო ხუთჯერ, აქციაზე ”ბალაკლავას” ტარებისთვის და ერთხელ პიროტექნიკის გამოყენებისთვის.
კერენ ესებუა 14 იანვარს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.