- ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის „საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონაში” გაიმართა საჭადრაკო ტურნირი “დებიუტანტი 2026” 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
7 წლამდე გოგონებში 7-დან 7 ქულით პირველი ადგილი მოიპოვა მარიამ მარკოზიამ.
