- მანონი მაქაცარია, თვითნასწავლი მხატვარი, ხატმწერი ზუგდიდიდან. მუშაობს თექაზე. მის მიერ, შესრულებულია არაერთი მხატვრული ტილო, სხვადასხვა წმინდანის პორტრეტი.
ხელოვანის ნამუშევრები დაბრძანებულია სხვადასხვა ეკლესიაში საქართველოსა და საქართველოს გარეთ.

დაჯილდოებულია არაერთი სერთიფიკატით და საპატიო სიგელით. მანონი მაქაცარია ზუგდიდელი ცნობილი მაქაცარიების ოჯახიდანაა, არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. ამჟამად ცხოვრობს თბილისში.
