მამუკა წოწერია: მეორე ტური დასრულდება ჩვენი დიდი უპირატესობითა და ზუგდიდელების გამარჯვებით


  • ზუგდიდის მერობის კანდიდიატი მამუკა წოწერია კარდაკარის პრონციპით მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. წოწერია დღეს მოქალაქეებს სოფელ ჭითაწყარში ამვე სოფლის მაჟორიატრი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ჯანაშიასთან ერთად შეხვდა.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდიატის მხარდასაჭერად კარდაკარ გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, სოზარ სუბარი, ლადო კახაძე, მომღერლები სოფო ბედია და ელენე ფოჩხუა მონაწილეობენ.

მამუკა წოწერიას განცხადებით, ზუგდიდელები არჩევანს წარსულში დაბრუნებასა და რევანშის ნაცვლად, მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებაზე გააკეთებენ. „მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად გავმართეთ ინდივიდუალური შეხვედრები სოფელ ჭითაწყარში ნარმანიასა და კოსტავას ქუჩებზე. ამ ქუჩებს მოუწესრიგდა გარე საგზაო და გარე განათების ინფრასტრუქტურა. მოსახლეობა საკმაოდ მადლიერია და დადებითად აფასებს ჩვენს საქმიანობას. რაც შეეხება მათ განწყობას, არის საკმაოდ პოზიტიური, ძალიან ბევრი აფიქსირებს, რომ აუცილებლად მოვა 30 ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენი ამომრჩევლის ნაწილი, პირველ ტურში უფრო პასიური იყო, აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ გაცილებით უფრო დიდი იქნება მეორე ტურის არჩევნებზე და შესაბამისად დასრულდება ჩვენი დიდი უპირატესობითა და ზუგდიდელების გამარჯვებით“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!