- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მოხდება. ინფორმაციას ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მოხდება. პირველი ეტაპისთვის, არსებული ლიმიტების კლებით საწვავის ოპტიმიზაციას განვახორციელებთ. რაც ამ დროის მონაცემებით, წლის ბოლომდე, დაახლოებით 50 ათასი ლარის ოდენობის ეკონომიას მოგვცემს. ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა მიმართული იქნება სხვადასხვა სახის პროექტების განსახორციელებლად. მერიის შემდეგ ხარჯების შესწავლა და შემდეგი ოპტიმიზაცია უახლოეს პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებშიც მოხდება.”-წერს მამუკა წოწერია.