- კიდევ ერთი ტკივილიანი დღე… 24 ივნისი… 39 წლის გახდებოდი. შენი განშორების სიცივე გულში მძიმე დარდად ჩამეღვარა. ოჯახის გაუსაძლისი დარდი, დედის ძლიერი კვნესა და ენით აუწერელი ტანჯვა, მეგობრებისა და ნათესავების სულსა და გულში დაგუბებული ტკივილი, თანასოფლელების წუხილი… რა ადრე დასრულდა შენი ლამაზი ცხოვრება.
3 წელია, შენ ჩვენს შორის არ ხარ, თავდახრილი ვდგავართ შენი წმინდა საფლავის წინაშე მთელი ოჯახი,- საყვარელი შვილების: 9 წლის იოანესთან და 6 წლის გაბრიელთან ერთად. იოანე შენი ასლია, მე არაფერს არ ვიშურებ იმისათვის, რომ შენს ვაჟკაცებს მუდამ ახსოვდეთ და საფლავზე სანთლები დაგინთონ.
თურმე ძალიან ვერაგი ყოფილა ეს ცხოვრება. ძალიან გამიჭირდა უშენობა. შენი ოჯახის, შენი გამზრდელი დედ-მამის, ნათესავების ტკივილი მრავალმა ადამიანმა გაიზიარა. ძალიან გვაკლიხარ, ყველას, გვენატრები, გვტკივა უშენობა, ვერ ვეგუებით ჩვენს გვერდით შენს არ ყოფნას.
ულმობელია ბედისწერა. მემედ, შენი ცხოვრების მოკლე დროის განმავლობაში ისე იცხოვრე, რომ შენი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულში. შენს სახელს შენი პატარა ვაჟიშვილები: იოანე და გაბრიელი უკვდავჰყოფენ.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ალალი სული ჩემო ძვირფასო მამედ!
მეუღლე ნათია ჭურღულია.