მაკა როგავა – დიახ, “სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დადის…“


  • მაკა როგავა და ირაკლი კოდუა 12 წელია ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. წყვილის მიერ სიყვარულით შექმნილი ოჯახი ღირსეულად უმკლავდება ყოველდღიურ ცხოვრებისეულ პერიპეტიებს. მაკა ამბობს, რომ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა აძლიერებს მეუღლეების ურთიერთობას.

– მაკა, ამბობენ დედამიწას სიყვარული ატრიალებსო, სიყვარული მზესავით გვათბობსო… თქვენი სიყვარულის მზე როდის დაიბადა?

– და მეტიც – უსიყვარულოდ უფერულია სამყარო. ზოგადად, სიყვარული ფართო მცნებაა და ყველას სხვადასხვაგვარად ესმის, ყველა განსხვავებულად შეიგრძნობს მას. დღემდე, კაცობრიობამ ვერ შექმნა სიყვარული განმარტება და ფორმულა. თუ ნამდვილად გიყვარს, მას სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ჩვენი სიყვარული – ჩემი და ჩემი მეუღლის, ირაკლი კოდუას, დაიბადა 2011 წელს. ჩვენი შეხვედრის ისტორია არის ძალიან ლამაზი. თბილად მახსენდება ის პერიოდი და წუთები. დავქორწინდით ერთ წელიწადში, – 12 წელია ერთად ვართ. გვყავს ორი შვილი ნიკოლოზი და ლიზი კოდუები.

– სიყვარული მართლა დაფრინავს?

– მართალია, “სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დადის…“

– ჰოდა, ასეთი შეყვარებული ახალგაზრდა წყვილი „ვალენტინობას” თუ აღნიშნავს?

– რა თქმა უნდა… ამ დღეს, აღვნიშნავთ. ძალიან მიყვარს წითელი ვარდები და ყოველ „ვალენტინობაზე“ წითელი ვარდებით მანებივრებს…

– მაკა, ოჯახურ ურთიერთობებში რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი?

– ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთზე ზრუნვა და სიყვარული. ჩემთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ის მაძლევს ძალას და მოტივაციას ყველაფრისთვის. ჩემთვის, ოჯახი, სიყვარულით შექმნილი ის ადგილია, სადაც ჩემი ძვირფასი ადამიანები ცხოვრობენ. რომლებსაც ვერასდროს ჩაანაცვლებს სხვა. ოჯახი ერთად გამოცდილი და ერთმანეთისაგან ნასწავლი ცხოვრებაა! დათმობაა, პატიებაა, ოჯახში ერთის წარმატება, მთელი ოჯახის წარმატებაა. ჭეშმარიტად ბედნიერია ის ადამიანი, ვინც საკუთარ ოჯახში გრძნობს თავს ბედნიერად. ასე, რომ მე ბედნიერი ვარ ჩემს ოჯახში.

– ამბობენ, კარგი ოჯახის შექმნას, მშობლების ტრადიციებიც უნდა უძღოდესო წინ…

– რა თქმა უნდა… ჩემს მშობლებსაც – ინგა ჯაბუას და კახა როგავას სიყვარულით განმტკიცებული ოჯახი აქვთ. ისინიც ბედნიერები არიან თავიანთი ცხოვრების ისტორიებით და ერთად განვლილი გზებით.

– რას უსურვებთ ახალგაზრდა ზუგდიდელებს, ახალგაზრდა წყვილებს?

– ჩემს ზუგდიდელებს ვუსურვებ დიდ სიყვარულს, ოჯახურ ბედნიერებას, ჯანმრთელ შვილებს და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!