მაკა ალშიბაია: “ზუგდიდი გამორჩეული ქალაქი მინდა იყოს”


  • „ზუგდიდელების“ სტუმარი გახლავთ ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო“ სკოლების ადმინისტრაციის უფროსი მაკა ალშიბაია.

მაკა ალშიბაია: „-სკოლაში ყოფნის პერიოდი სასიამოვნოდ მახსენდება. ეს იყო ლაღი წლები. ვიყავი აქტიური მოსწავლე. ვფიქრობ, სკოლამ ჩამომიყალიბა ის თვისებები, რაც წარმატების მიღწევისთვისაა საჭირო. სკოლის შემდეგ, იყო უნივერსიტეტი. დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაწყებითი კლასის პედაგოგიკა. პროფესიით არასდროს მიმუშავია“.

-თქვენი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი ცხოვრებაში?

-ჩემი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი ერთგული და მყარი ოჯახია.

-თქვენთვის გამორჩეული დღესასწაული?

-ახალი წელი მიყვარს განსაკუთრებულად. მგონია, რომ ამ დღესასწაულს ყველასთვის მოაქვს ბედნიერება, რაღაც ახლის დაწყება და ამით ბედნიერი ვარ.  

-მაკა, წარმატების ფორმულა როგორ წარმოგიდგენიათ?

-წარმატება მონდომების გარეშე ვერ წარმომიდგენია. მონდომება, გამბედაობა და განათლება ამის გარეშე, ადამიანი ვერ მიაღწევს წარმატებას.

 -თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთი…

-ჩვენი პირველი სიხარულის ქალიშვილის ნინის შეძენა იყო. იმ დროს, ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი.

  -თემა, რომელზეც საუბარი გიყვართ?

-საუბარი ყველა თემაზე მიყვარს თუ საინტერესო და ცხოვრებისეულია, მაგრამ უფრო თანამედროვე კვლევებზე. კონკრეტულად, ასტროლოგიაზე, არქეოლოგიაზე, ადამიანის ფსიქოლოგიაზე. ერთი სიტყვით, ყველაფერი მაინტერესებს, რაც ჩვენს გარშემო ხდება.

-თქვენს შესანიშნავ ოჯახზე რას გვეტყვით?

– 2009 წლის 12 თებერვალს შევქმენი ოჯახი. მეუღლე გახლავთ ლევან გაბელაია, პროფესიით იურისტია. გამიმართლა არჩევანში. ლევანი, ნებისმიერ საქმეში გვერდით მიდგას. ის ჩემი დიდი გულშემატკივარია.

-რა არის თქვენი ოცნება?

-ოცნება და მიზანი ბევრი მაქვს, მაგრამ შვილის წარმატება ყველაზე დიდი ოცნებაა. ახლა, მსოფლიო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, პანდემიამ ბევრი ახლობელი ადამიანი წაგვართვა. მსურს, ვირუსი მალე დასრულდეს და მეტი გაღიმებული სახეები ვიხილო ქუჩაში.

-როგორია თქვენი თავისუფალი დრო?

-თავისუფალ დროს ვკითხულობ, ვქარგავ, ვქსოვ. როგორც მეუბნებიან, ვაცხობ საოცარ ტორტებს. სამზარეულო ის ადგილია, სადაც ვისვენებ.

-კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით?

-ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ. სულ უფრო მეტი და მეტი მინდა, რომ ვაკეთო.

-ადამიანი, რომელსაც რჩევას ეკითხებით?

-ეს ადამიანი გახლავთ დედაჩემი ქეთინო მანჯგალაძე. როგორც ყველა შვილისთვის დედა ჩემთვისაც ეტალონია, მაგრამ ჩემი დედიკო განსაკუთრებულია, თუ რამე ვიცი, მისგან ვიცი. ასევე, მყავს დედამთილი ნინო შამუგია, რომელიც დედასავით მიყვარს. ორივე ავსებენ ჩემს ცხოვრებას და მეიმედებიან.

-და ბოლოს…

-მინდა, რომ ზუგდიდი ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული ქალაქი იყოს. ძალიან ბევრი საამაყო ახალგაზრდა გაზარდოს. მთელმა ერმა იამაყოს.

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!