მაია კალანდიას და მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესები 13 მაისამდე გადაიდო


  • ფრაქცია „ახალის“ თავმჯდომარის მაია კალანდიას და „დროას“ აქტივისტის მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესები 13 მაისამდე გადაიდო.

ორივე მათგანს საიას ადვოკატები იცავენ. პროცესები ერთსა და იმავე დროს იყო ჩანიშნული, მარიამ სიჭინავამ თავად მოითხოვა პროცესის გადადება, რადგან მისი საქმის განხილვას ადვოკატები არ ესწრებოდნენ.

მაია კალანდიას პროცესზე, ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ სხდომა გადადებულიყო, რადგან ვერ მოასწრეს საქმეზე მტკიცებულებების შეგროვება.

ინფორმაციისთვის: მაია კალანდიას და მარიამ სიჭინავას გამოძიება სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!