“მადლობა თავისუფლებისათვის”


დღეს, 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის ზუგდიდშიც.

დილით, 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ გაერთანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

დღის, მეორე ნახევარში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ფოლკლორულმა ანსამბლმა “მახარემ”.

დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლი გადაიხადა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის  ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ.

ზვიად გამსახურდიას ძეგლის წინ აქცია-“მადლობა თავისუფლებისთვის” გაიმართა.

აქციაზე შეიკრიბდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერები.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლური საჰაერო, ფერადი ბურთები გაუშვეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × five =

Akismet ანტისპამი